დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 08.11.2019
- 10:58
დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი, რომელიც სამოდელო სახლის Louis Vuitton-ის დამფუძნებლის შვილთაშვილია, საფრანგეთში, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Louis Vuitton-ი Instagram-ის გვერდზე ავრცელებს.
დიზაინერის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. სამოდელო სახლის ინფორმაციაში აღნიშნულია რომ პატრიკ-ლუიმ გააგძრელა ოჯახურ ტრადიცია, როდესაც შეუერთდა Louis Vuitton-ის საქმიანობას 1973 წელს.
სამოდელო სახლი Louis Vuitton-ი ლუი ვიტონმა საფრანგეთში 1854 წელს დაარსა. ის ამავე სახელწოდების სავაჭრო მარკის ქვეშ აწარმოებს ჩანთებს, ტანსაცმელს, პარფიუმერიასა და „ლუქსის“ კლასის აქსესუარებს.