ირანში მიწისძვრას 5 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 08.11.2019
- 11:12
ირანის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარ მიწისძვრას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 120 ადამიანი. იუწყება ირანული მედია.
5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა გასულ ღამეს მოხდა. ეპიცენტრი აზერბაიჯანის თებრიზის პროვინციიდან 156 კმ-ში მდებარეობდა.
ადგილზე რვა სამაშველო ჯგუფი იმყოფება.