png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 11.11.2019
  • 12:00
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.

"საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ისეთ ტექნოლოგიურ სამიტებს, რომელიც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად, ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.

მასშტაბური ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ ისეთი კომპანიების დამფუძნებლებისა და წარმომადგენლებისთვის, როგორებიც არიან: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners. საერთაშორისო დონეზე ახალი კავშირების და პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Startup Grind-ის ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება -Startup Grind Europe-Asia Connect-ი "სილიკონ ველისა" (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) სამიტის შემდეგ, რიგით მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს, ასევე, 20-ზე მეტი ქვეყნიდან 30-ზე მეტ სპიკერს აერთიანებს.

ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე ტექნოლოგიური კონფერენცია მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს მოიცავდა, რომლებზეც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპის მასშტაბით არსებულ ახალ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე. ღონისძიებას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge