png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენი უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 13.11.2019
  • 16:36
ჩვენი უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, ლევან იზორიას დაეკისრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას, ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხდომაზე უსაფრთხოების ჭრილში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

„ჩვენი უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა გახლავთ ოკუპაცია. ეს არის ის, რაზეც ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები ვფიქრობთ ყოველდღე. ეს გამოწვევა არის უაღრესად კრიტიკული თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს ცხოვრობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა კიბერუსაფრთხოება.

„კიბერუსაფრთხოება, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქვეყანამ იგრძნო, როდესაც კიბერუსაფრთხოების ნაწილში სერიოზული გამოწვევა ჰქონდა ჩვენს სახელმწიფო უწყებებსაც და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელსაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საბჭოს წევრებმა, სხდომაზე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების აუცილებლობაზე იმსჯელეს. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს. პრემიერ-მინისტრმა ლევან იზორიას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სრულყოფილი კონცეფციის შექმნა დაავალა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისთვის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს მუდმივი წევრები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge