ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში უდიდესი წყალდიდობა ვენეციაში | ფოტო
- მსოფლიო
- 13.11.2019
- 16:57
ვენეციაში გადაუღებელი წვიმების შედეგად ქალაქის 80 პროცენტზე მეტი დაიტბორა. წყლის დონემ ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დაიტბორა ვენეციის ცენტრალური, სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. წყლით გაივსო წმინდა მარკოს ტაძრის დარბაზები. აქ წყლის დონემ 1 მეტრს მიაღწია. წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.









