png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია - თამარ ჩუგოშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.11.2019
  • 13:18
არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია - თამარ  ჩუგოშვილი

არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია, - ამის შესახებ დეპუტატამა თამარ  ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დამატებითი დრო და კონსულტაციები სჭირდებათ.

მისივე თქმით, საპარლამენტო თანამდებობისა და უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება რთული იყო.

„არ უარვყოფ, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. გუშინ საკმარისად ავხსენით, რამ გამოიწვია ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროდ რატომ ჩავთვალეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე და ჩემს კოლეგებს დამატებით გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გესაუბროთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამაზე საუბრისგან ჯერ თავს ვიკავებ, რადგან ჩემს კოლეგებთან მეტი კონსულტაცია მჭირდება. ამას ბევრი დრო არ დასჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის განცახდებით, სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

„არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია. ამიტომ, არ მინდა არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არც თქვენ და არც საზოგადოებას. არ მინდა, ვიჩქარო. გარკვეული დრო გვჭირდება, არც ისე ბევრი, იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა მოგაწოდოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ამის შემდეგ უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ და „ქართული ოცნება - კონსერვატორების ფრაქციამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge