png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსეთის ხელისუფლება საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ, თბილისში ხალხმრავალ ადგილებს

  • პოლიტიკა
  • 15.11.2019
  • 15:32
რუსეთის ხელისუფლება საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ, თბილისში ხალხმრავალ ადგილებს

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს თბილისში, საპროტესტო აქციების გამო, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.

 „გაცნობებთ, რომ 17 ნოემბერს თბილისის ცენტრში (რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან დაგეგმილია რამდენიმე ანტისამთავრობო მიტინგი და  დემონსტრაცია. სექცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, რეკომენდაციას აძლევს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს“, - ნათქვამია მიკრობლოგ „ტვიტერზე“
 გამოქვეყნებულ შვეიცარიის საელჩოს რუსული სექციის განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეკრება და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება გუშინ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დღის პირველ ნახევარში, პარლამენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ლეობორისტული პარტიის ოფისში პოლიტიკური კონსულტაციის შემდეგ, ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და მთავარ მოთხოვნებზე ჩამოყალიბდნენ. ოპოზიციის სრული სპექტრი „გარდამავალი მთავრობის“ პირობებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე შეთანხმდა, რისთვისაც, მათივე თქმით, „ეროვნული თანხმობის კომიტეტი“ შეიქმნება. ამ დროისთვის ისევ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, სადაც კარვებია გაშლილი. დღეს 19 საათზე საპროტესტო აქცია კვლავ განახლდება.

17 ნომებერს დაგეგმილია რუსთაველის გამზირზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია. საპროტესტო აქციის გაამრთვა თავისუფლების მოედანზე დააანონსა „პატრიოტთა ალიანსის“ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმაც.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge