png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, ყვავილებით თუ ბოქლომებით - წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 21.11.2019
  • 11:29
 ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება,  ყვავილებით თუ ბოქლომებით - წულუკიანი

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილებით თუ ბოქლომების საშუალებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, აქციებთან დაკავშირებით განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

„პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილებით თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, რომ არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.

„ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მან მადლობა გადაუხადა პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც მისი თქმით, მაღალი კლასის იყო.

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცდილობენ ბოქლომი დაადონ კანცელარიის სამანქანო შესასვლელის ჭიშკარს, რის საშუალებასაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge