საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე დაინიშნა
- პოლიტიკა
- 25.11.2019
- 16:10
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები გაასაჯაროვა. ცნობილი ხდება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. მამუკა მდინარაძე იქნება ასევე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერიც.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილია გია ვოლსკის კანდიდატურა. ვიცე-სპიკერების პოსტს დაიკავებენ, ასევე, გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.
მათი კანიდატურების დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში გეგმავენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200