png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მინდა ვთხოვო საპარლამენტო ოპოზიციას, დაუბრუნდეს ნორმალურ, პოლიტიკურ პროცესს - თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 26.11.2019
  • 12:23
მინდა ვთხოვო საპარლამენტო ოპოზიციას, დაუბრუნდეს ნორმალურ, პოლიტიკურ პროცესს - თალაკვაძე

„მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს. ის, რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, რომ აჩვენონ საზოგადოებას, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ და დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო საქართველოს პარლამენტი და მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს მთავარი პოლიტიკური საკითხების განხილვა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეებისთვის და ქვეყნის მომავალის განვითარებისთვის არის საჭირო, პენსიონერებს გაეზარდოთ პენსია, ექიმებს, პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს გაეზარდოთ ხელფასები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოემატოთ პენსია. სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ დახმარება, რეგიონების თუ დედაქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა გაგრძელდეს - პარლამენტი მუშაობს ამაზე და სესიის ბოლომდე ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებას ვერავინ დაბლოკავს და სამუშაო პროცესი იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის და მთავრობის მხრიდან.

„მოსწონს ოპოზიციას თუ არა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ამით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები, არ დაზარალდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვთ მოლოდინი, რომ პოლიტიკური პროცესი იქნება პარლამენტში. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ, პოლიტიკურ პროცესს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge