სოფელ გრემში, ხანძარს 12 წლის ბავშვი ესმხვერპლა
- საზოგადოება
- 26.11.2019
- 12:48
ყვარლის მუნიციპალეტის სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 12 წლის ბავშვი ესმხვერპლა.
ხანძრის შედეგად დაშავდნენ გარდაცვლილის დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.