primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
26 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ნაცმოძრაობა მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია - მამუკა მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 26.11.2019
  • 14:58
ნაცმოძრაობა მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია - მამუკა მდინარაძე

„ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისაგან, ვინც დარბაზში იმყოფებიან, ვისმენთ ორპოლუსიანობაზე საუბარს, მაგრამ ალბათ უნდა დავინახოთ, რომ ნაცმოძრაობა, რომელიც არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, მარგინალიზაციის გზაზე დგას და მილევად რეჟიმშია", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

მისი შეფასებით, ნაცმოძრაობა რომ მილევად რეჟიმშია, ამას მათივე უგუნური გადაწყვეტილებები მოწმობს.

„ნაცმოძრაობამ, ყველა შტოს ვგულისხმობ, თავი ჩაიყენეს ჩიხურ მდგომარეობაში - ისინი გვთავაზობენ მოდელს, რომლის მიხედვითაც 77 უდრის 150-ს, რომლის მიხედვითაც პროპორციული სისტემა, რომლითაც ხდება პერსონიფიცირება ნახევარი მანდატების შემთხვევაში, ნიშნავს შერეულ სისტემას, ანუ პროპორციული - იგივე შერეული. ასეთი მოთხოვნებით მათ თავად ჩაიყენეს ჩიხურ სიტუაციაში თავი და კუთხეში დადგნენ თავად. აქედან გამომდინარე, მათ მოქმედებებს განვითარება და პოზიტიური პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არა აქვს. ლაპარაკობენ ხალხის სახელით, მაშინ, როდესაც აკაკი ზოიძის ინიციატივას - „შევეკითხოთ ხალხს" მოყვა აბსოლუტურად უარყოფა და პანიკა მთელ მათ გუნდში. „ხალხს შევეკითხოთ" პრინციპი მათთვის მისაღები არ არის", - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის საპასუხოდ კი განაცხადა, რომ როდესაც უმრავლესობა საუბრობს, რომ არჩევნებში არ დაუყენებს კონკურენტად ღირსეულ და ამავე დროს რეიტინგულ კანდიდატებს იმ რაიონებში, სადაც ისინი დააყენებენ თავიანთ კანდიდატებს და თან პირობას ადებენ ამ დათქმას, რომ ესენი არ იქნებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე პირობას დებენ, რომ ესენი არ იქნებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც პირობითად კენჭს იყრიან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით.

„ჩვენი წინა გადაწყვეტილებაც გავიხსენოთ, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ვსაუბრობდით, მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, მათ შორის მორალური თვალსაზრისით, პარტიების განვითარების თვალსაზრისით, იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია უნდა შევიდეს საქართველოს პარლამენტში და დღეს, ჩვენი ამ გადაწყვეტილებით, მეტი გარანტია აქვთ პარტიებს თავიანთი წარმომადგენლები ყავდეთ საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იგი სხვა თემებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ დღეებში პოლიციის მოქმედებებში გამოჩნდა, რომ ერთდროულად შეიძლება იყო ძლიერი და ამავდროულად იყო ჰუმანური. ეს პრინციპი დანერგა ქართულმა პოლიციამ თავიანთი მოქმედებებით, აღნიშნა მან.

მამუკა მდინარაძემ კოლეგების სახელით ასევე მადლობა ყველა ჟურნალისტს, ოპერატორებს, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ იმისათვის, რომ ინფორმაცია გადასცენ საზოგადოებას. „მათ იციან თავისუფლების ხარისხი რამდენად შეზღუდული იყო 2012 წლამდე და რამდენად იზრდება დღითიდღე მათი თავისუფლების ხარისხი და ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და როგორც სურთ. რადგან ნაცმოძრაობა არის მილევად რეჟიმში, მე თქვენ გპირდებით, ძალიან მალე დამთავრდება ის დრო, როდესაც თავისუფლების ხარისხი თქვენიდან დაწყებული კიდევ უფრო გაიზრდება ამ ქვეყანაში", - მიმართა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
  • 19:02
თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
  • 23:48
გარდაიცვალა ლეგენდარული დოლი პარტონი
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე  - ირმა ინაშვილი
  • 19:09
ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე - ირმა ინაშვილი
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:07
ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს! - ირაკლი ღარიბაშვილი
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
  • 18:40
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge