png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

წყლის ჭავლი საჭირო იყო, აბა რით უნდა დაგვეშალა - ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით? - ვახტანგ გომელაური

  • პოლიტიკა
  • 28.11.2019
  • 12:07
წყლის ჭავლი საჭირო იყო, აბა რით უნდა დაგვეშალა - ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით? - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, წინა დღეებში ყველამ ნახა როგორ ისროდნენ აქციის მონაწილეები შეშებს პოლიციის მიმართულებით. აქედან გამომდინარე მოხდა მომდევნო დღეებში შეშის შეტანის აკრძალვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა აქციის მონაწილეებს გენერატორით და გამათბობლებით გათბობის საშუალება ჰქონდათ.
„მოხდა შეშების სროლა წინა დღეებში, რის შედეგადაც დაშავდნენ პოლიციელები. ნახეთ, რომ ჩვეულებრივ ენთოთ შეშებიც, ედგათ კასრები - როდესაც კანონიერი მოთხოვნა მიიღეს გადადით გზიდან, გამოიყენეს ეს ყველაფერი იარაღად, მათ შორის ბეტონის ნანგრევებს გვესროდნენ, აქედან გამომდინარე მოხდა ამის აკრძალვა.
სამართალდარღვევა იყო შეშის სროლა, შეშას რომ შემოიტან და თავში ჩაარტყამ ადამიანს ეს ნორმალურია?
პირობები გათბობისთვის ჰქონდათ, შეეძლოთ შეეტანათ გენერატორები - ჩაერთოთ გამათბობლები და გამთბარიყვნენ. ეს რომ ნახეს რომ ამას არ ვუშლიდით, გამათბობლები არ გვინდაო. ჭიდაობა უნდოდათ. ხო ხედავთ ყველა, უნდათ ვეჭიდაოთ, ვცემოთ - არ ვაკეთებთ ამას.
დაკეტილი ჰქონდათ გზა და იქიდან გამომდინარე მოხდა მათი დაშლა. რაც შეეხება წყლის ჭავლის გამოყენებას, მას იყენებს მსოფლიოში ყველა.
წყლის ჭავლი საჭირო იყო, აბა რით უნდა დაგვეშალა - ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით? დაგვეკეტა გზები და გვეცემა ადამიანები? რაც მოხდა 7 ნოემბერს, 26 მაისს, ასე უნდა დაგვეშალა? რაც საჭირო იყო, მშვიდობიანად მოხდა დაშლა. ძალის გადამეტება არ მომხდარა, თუ თვლიან რომ იყო შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას, სახალხო დამცველს, სხვადასხვა უწყებებს.
სამი ადამიანი რომ დაშავდა სამწუხაროა რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა წყლის ჭავლი თვალში, რომ შეესხა ადამიანს. ხელი ეტკინა ერთს იქ შეჯახებაში, ერთმანეთთან ჭიდაობაში, რა დღეში იყვნენ კი ხედავდით, ერთმანეთს ახტებოდნენ სამწუხაროდ და აწვებოდნენ, რომ ძალა გამოეყენებინათ პოლიციის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში, პოლიცია თუ ფარით მიაწვება ეს არის კანონდარღვევა. თუ პოლიციელს ხის ნაჭერი ან ქვა მოხვდება, მიიღებს დაზიანებებს - ეს მიაჩნიათ ჩვეულებრივ მოვლენად. ამ დღეებში პარლამენტის უკანა მხარეს მედიის ყველა კამერა მუშაობდა, მუშაობდნენ დრონები - პარლამენტის უკან პირველად რომ მოუწოდეს დაიშალეთო, რა მოხდა შემდეგ ხომ ყველამ ნახეთ.
ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ვერ ხედავთ პოლიციაზე ძალადობას. ხედავთ მხოლოდ, პოლიცია თუ მიაწვება ელემენტარულად და გაწევს ხალხს,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge