ვერტმფრენის კატასტროფას სამი მაშველი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 02.12.2019
- 10:31
სამი მაშველი, რომლებიც საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობდნენ, ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. იუწყება საფრანგეთის შს სამინისტრო.
უწყების ცნობით, ვერტმფრენი ლე-ლუქ-ლე-კანში მიემართებოდა, რათა სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა. არსებული ინფორმაციით, რადიოკავშირი და რადარები მწყობრიდან გამოვიდა. მიღებული ღონისძიებების მიუხედვად, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მომხადარის მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.