ჟურნალისტი ანა მამულაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 33 წლის ასაკში გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 02.12.2019
- 14:42
ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 33 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის 5 წლის განმავლობაში მელანომას დაავადებას ებრძოდა.
ანას ორი შვილი 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.
ანა მამულაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ჟურნალისტად. ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.