png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან 25 წელი გავიდა

  • საზოგადოება
  • 03.12.2019
  • 12:07
გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან 25 წელი გავიდა

დღეს, 3 დეკემბერს, 25 წელი სრულდება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან. გია ჭანტურია 1994 წელს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ტერორისტული აქტის შედეგად იქნა მოკლული.

გიორგი ჭანტურია 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში გია ჭანტურია იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პირველ ქართველ სტიქაროსანთა შორის.

გიორგი ჭანტურიამ 1981 წლის 8 თებერვალს აღადგინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და 1994 წლამდე მისი თავმჯდომარე იყო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გია ჭანტურიას თაოსნობით ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ძალა იყო 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

სწორედ ჭანტურიას და ეროვნულ-დემოკრატების მიერ იყო ორგანიზებული 1988 წლის ნოემბრის მრავალათასიანი შიმშილობის აქცია, სადაც გიორგი ჭანტურიას მიერ პირველად იქნა გაჟღერებული საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

გიორგი ჭანტურია დისიდენტობის წლებიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების წლებშიც.

1993 წელს შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო, ეროვნულ-დემოკრატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დაკავებული თანამდებობები, მათ შორის მინისტრის პორტფელები და შევარდნაძის ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ.

გიორგი ჭანტურია საქართველოს დსთ-ში შესვლას ქვეყნის რუსული პოლიტიკის გავლენის სფეროში დაბრუნებად აფასებდა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

გიორგი ჭანტურია ამ პერიოდისთვის იყო პროდასავლური ლიდერი, რომელიც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა.

1994 წელს გიორგი ჭანტურია არჩეულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად.

1994 წელს გიორგი ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძეს კატეგორიულად მოსთხოვა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, თანამდებობებიდან გადაეყენებინა საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრები - იგორ გიორგაძე და შოთა კვირაია.

გია ჭანტურია ღიად აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურების მითითებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge