თურქეთი საიმედო პარტნიორია - დონალდ ტრამპი
- მსოფლიო
- 03.12.2019
- 14:45
ნატოში თურქეთის წევრობის საკითხი ალიანსის წევრი ქვეყნების განსახილველია, თურქეთი ბლოკის კარგი წევრია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„მე მომწონს თურქეთი, კარგად ვიცნობ პრეზიდენტ ერდოღანს. ის ნატო-ს კარგი წევრია... წევრობის თემა ალიანსის წევრების განსახილველია“, - განაცხადა ტრამპმა ლონდონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, აშშ-სა და თურქეთს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები აქვთ.
„ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გქვონდა ალ-ბაღდადის განადგურების ოპერაციის დროს. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს თურქეთთან, თურქეთი საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები ალიანსში თურქეთის წევრობის საკითხს განიხილავენ.