რუსეთი G7-ში ვერ დაბრუნდება, ვიდრე პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა
- პოლიტიკა
- 04.12.2019
- 10:23
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა „დიდ შვიდეულში“ რუსეთის მონაწილეობის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს.
დოკუმენტს მხარი 339-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 71-მა მისცა ხმა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი G7-ში დაბრუნებას ვერ შეძლებს, ვიდრე პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაიცავს დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტებს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საგარეო პოლიტიკის საქმეთა კომიტეტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მანამდე განაცხადა, რომ G7-ის შეხევდრაზე, რომელიც 2020 წელს შეერთებულ შტატებში უნდა გაიმართოს, ვლადიმირ პუტინი მიიწვია. მისი თქმით, მოსკოვთან საერთაშორისო საკითხების განხილვას აზრი ჯერ კიდევ აქვს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200