png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • სამართალი
  • 04.12.2019
  • 13:09
ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობისთვის და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული მ.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა მისსავე სახლში მყოფ გ.ტ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა მ.ს.-მ დატოვა გ.ტ-ს სახლი, უკან სანადირო თოფით შეიარაღებული დაბრუნდა და გ.ტ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ მ.ს.-მ სოფელ ახალსოფელში, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ა.მ.-ს სანადირო თოფიდან მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.მ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ.ს. სასამართლო განჩინების საფუძველზე 2019 წლის 22 თებერვალს ქ.ლანჩხუთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობა) და 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. დამნაშავედ ცნო ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობაში და განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელაციის წესით გაასაჩივრებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge