ლონდონში ტრამპისა და ერდოღანის შეხვედრა გაიმართა
- მსოფლიო
- 04.12.2019
- 17:32
აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და რეჯებ თაიფ ერდოღანმა ლონდონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. იუწყება სააგენტო Anadolu.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, შეხვედარა ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გამართა მაღალი დონის პროდუქტიული შეხვედრა“, - დაწერა ალთუნმა მიკრობლოგ Twitter-ზე. მას შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.
თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობებში კრიზისის ივლისის პირველ ნახევარში დაიწყო, მას შედეგ რაც თურქეთმა ანტისარაკეტო კომპლექსების С-400-ის შეძენის შესახებ რუსეთთან შეთანხმება გააფორმა. C-400-ის ტიპის სისტემების ნაწილი უკვე თურქეთშია, მათი შეძენის პროცესი სრულად 2020 წლის აპრილში დასრულდება. ვაშინგტონმა ანკარასგან მოითხოვა გარიგებაზე უარის თქმა და სანაცვლოდ კომპლექს Patriot-ის შეძენა შესთავაზა. ამასთან განაცხადა, რომ თურქეთს უახლესი F-35-ის ტიპის გამანადგურებლებს აღარ მიჰყიდიდა. აშშ თუქრეთს სანქციებითაც დაემუქრა, თუმცა ანკარა დათმობაზე არ წავიდა.