png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის 2 პირს ჯარიმა შეუფარდეს

  • საზოგადოება
  • 05.12.2019
  • 14:06
ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის 2 პირს ჯარიმა შეუფარდეს

"თანასწორობის მოძრაობის" დახმარებით ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, გამართლდნენ, ხოლო ის პირები, რომლებიც მათ პროვოცირებას ცდილობდნენ, დააჯარიმეს.

2019 წლის 5 ნოემბერს „თანასწორობის მოძრაობის" იურისტებს დაგვიკავშირდნენ ტრანსგენდერი ქალები თ. ქ. და მ.კ. რომლებიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იქნენ მიცემული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარამდე ან/და პატიმრობას 14 დღემდე.

2019 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებთან მივიდა სამი მოქალაქე ქალბატონები: ლ.კ, ლ.ო და მამაკაცი ვ.კ, რომელებმაც ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერ ქალებს.

კერძოდ, დასცინოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, რომელს ერქვა მამაკაცის სახელი. ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ, ტრანსგენდერმა ქალებმა გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი ადგილზე მისვლის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, როგორც აღნიშნული სამი პიროვნების, ასევე დაზარალებული ტრანსგენდერი ქალების მიმართაც.

"თანასწორობის მოძრაობა" საწყისი ეტაპიდან ჩაერთო საქმის განხილვაში, ხანგრძლივი პროცესების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ 2019 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით შეწყვიტა სამართალწარმოება ტრანსგენდერი ქალების თ.ქ სა და მ.კ-ს მიმართ, ხოლო აღნიშნული პიროვნებებიდან ორი ლ.კ და ლ.ო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის და მათ დაეკისრათ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 500-500 ლარი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge