პოლონეთში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 05.12.2019
- 15:15
პოლონეთის ქალაქ შჩირკში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ბავშვის ცეხდარი ამოიყვანეს.
საცხოვრებელ სახლში გაზი გუშინ საღამოს აფეთქდა. სახლში 9 ადამიანი ცხოვრობდა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი აფეთქების დროს სახლში არ იმყოფებოდა.
სამაშველო ოპერაციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება, შესაძლოა, გაზსადენის დაზიანებას გამოეწვია.