png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ნინო ბურჯანაძემ, სერგეი გავრილოვის გამო, კოსაჩევს ბოდიში მოუხადა

  • პოლიტიკა
  • 06.12.2019
  • 14:41
ნინო ბურჯანაძემ, სერგეი გავრილოვის გამო, კოსაჩევს ბოდიში მოუხადა

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდა და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამო, რომლის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, ანტისაოკუპაციო აქციები მოჰყვა, ბოდიში მოუხდა.

„არ მეშინია ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოგიხდით, რადგან მიმაჩნია, რომ ეს უპირველესად, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“, - განაცხადა ბურჯანაძემ კოსაჩევთან შეხვედრაზე.

კოსაჩევმა, თავის მხრივ, ბურჯანაძეს ამ სიტვებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს ჩავიდა. ის შეხვედრებს დუმის დეპუტატებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან მართავს.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გაუძღვა, რასაც დეპუტატებისა და საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. იმავე ღამეს, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, რომელიც ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. გამოყენებული იყო ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. აქციის დარბევის შემდეგ მომიტინგეებმა სამი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებაც შევიდოდა. 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.

რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვა. ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მათ უნდა წარუდგინოს ანგარიში, თუ რა ზომები მიიღეს ინციდენტის შემდეგ. სერგეი გავრილოვმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე "დროულად რეაგირებს" და ახლა ელოდება "საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგან ეს საკითხი ეხება საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებისა და ზოგადად პარლამენტარების პატივისცემას."

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge