ავღანეთში აფეთქებას 8 სამხედრო ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 09.12.2019
- 11:35
სულ მცირე რვა სამხედრო დაიღუპა, ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. ადგლობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია თვითმკვლელი ტერორისტიც, რომელმაც აფეთქება განახორციელა.
ამასთან, ტელეარხი Tolo News-ი იუწყება, რომ აფეთქება უასფრთხოების ძალების საკონტროლ-გამშვებ პუნქტთან, მად ალის დასახლებაში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.