ჩეხეთის კლინიკაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 10.12.2019
- 12:03
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავას კლინიკაში სროლა მოხდა. ინციდენტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ჩეხეთის შს მინისტრის იან გამაჩეკის განცხადებით, კლინიკის ერთ-ერთ პალატაში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ორი ადამიანი. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს.