primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

აუნ სან სუ ჩი ჰააგის სასამართლოში მიანმარის მიერ გენოციდზე ბრალდებებს უარყოფს

  • მსოფლიო
  • 11.12.2019
  • 15:56
აუნ სან სუ ჩი ჰააგის სასამართლოში მიანმარის მიერ გენოციდზე ბრალდებებს უარყოფს

მიანმარის ლიდერი აუნ სან სუ ჩი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გამართულ მოსმენაზე, იცავს თავისი ქვეყანას გენოციდის ბრალდებებისგან. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ჰააგის სასამართლოში მუსლიმი როჰინჯების მიმართ მიანმარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი გენოციდის გამოძების ფარგლებში იმყოფება.

თავის სიტყვაში აუნ სან სუჩიმ წაყენებულ ბრალდებას "არასწორი" უწოდა.

როგორც BBC-ი წერს, აუნ სან სუ ჩიმ, რომელიც ერთ დროს სამაგალითო უფლებადამცველად ითვლებოდა, გადაწყვიტა დაიცვას არმია, რომელიც მას წლების განმავლობაში პატიმრობაში ამყოფებდა.

ჰააგაში გამგზავრებამდე, აუნ სან სუ ჩიმ განაცხადა, რომ მას სურს მსოფლიოს სიმართლის შესახებ ამცნოს, რომელიც ყალბი ამბებით დაზარალდა.

"მსურს, მსოფლიოს ვამცნო სიმართლე ქვეყანაზე, რომელიც ძალიან დაზარალდა ყალბი ამბების გამო", - თქვა აუნ სან სუ ჩიმ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას მიანმარისა და ბაგლადეშის საზღვარზე დეპორტაციებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კვალიფიცირდეს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

თავისუფალი სამყარო, მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები აუნ სან სუ ჩის უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. ქვეყანაში მიმდინარე შესაძლო გენოციდი აუნ სან სუ ჩის არათუ არ გაუპროტესტებია, არამედ პირიქით, მედია დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ფაქტობრივად სამხედრო ხუნტა მართავს და აუნ სან სუ ჩის ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენები მწირია, მას აქვს რეალური შესაძლებლობა, წინ აღუდგეს ძალადობას და დაგმოს სამხედრო დანაშაულები, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა.

აუნ სან სუ ჩის, რომელიც ერთ დროს თავისუფლების კულტად აღიქმებოდა, გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ნეგატიური მეტამორფოზა გაკვირვებას იწვევს, როგორც ქვეყნის მოსახლეობაში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებმაც ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის არაერთი ჯილდო გადასცეს მიანმარის დე ფაქტო ლიდერს.

ვინ არიან როჰინჯები?

როჰინჯები ინდო-არიული წარმოშობის ხალხია, რომლებიც მიანმარის რაკჰაინის რეგიონში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს, დაახლოებით ამდენივე ლტოლვილად აფარებს თავს ბანგლადეშს, ინდოეთს, პაკისტანს, მალაიზიას და სხვა ქვეყნებს. როჰინჯების უმრავლესობა მუსლიმია.

მიანმარის რესპუბლიკის არადემოკრატიული კანონმდებლობის და ხელისუფლების დამოკიდებულების გამო, როჰინჯებს ფაქტობრივად სამოქალაქო უფლებები არ გააჩნიათ, არ აქვთ მოქალაქეობა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ, შეზღუდული აქვთ განათლებასთან ხელმისაწვდომობა და ა.შ.

როჰინჯებსა და მიანმარელ სამხედროებს შორის მცირე დაპირისპირებები ბოლო ათწლეულია გრძელდება, რომელიც ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც 2017 წლის 25 აგვისტოს როჰინჯას მებრძოლებმა თავდასხმა განახორციელეს მიანმარის სამხედრო ბაზასა და პოლიციის საგუშაგოზე.

ამ ინცინდენტის შემდეგ, მიანმარის სამხედრო ძალებმა დაიწყეს როჰინჯას ხალხის მასობრივი დევნა, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, გაუპატიურება, ბავშვების მკვლელობა, სახლების გადაწვა და ა.შ.
მიანმარში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მიღება რთულია, რადგან ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის და ადამიანის უფლებების დამცველთათვის მრავალი შეზღუდვაა დაწესებული, რაც არათუ ინფორმაციის გაშუქებას, არამედ ქვეყანაში შეღწევასაც კი შეუძლებელს ხდის.

მიანმარის მთავრობა გავრცელებულ ინფორმაციას როჰინჯას ხალხის დევნის შესახებ ტყუილს უწოდებს.

ქვეყანაში აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქვეყნიდან 700 000-მდე როჰინჯა გაიქცა. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, კონფლიქტის დროს 10 ათასამდე როჰინჯა დაიღუპა, მათ შორის 730-მდე ბავშვი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge