დღეს, ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
- მსოფლიო
- 12.12.2019
- 10:52
დღეს, 12 დეკემებერს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.
პრემიერ ბორის ჯონსონის ამ ინიციატივას მხარი თემთა პალატის 438-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პრემიერის ყველა მცდელობა 31 ოქტომბრისთვის ევროკავშირის დატოვების შესახებ წარუმატებლად დასრულდა.
პრემიერი იმედოვნებს, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობა Brexit-ის შეთანხმებას მხარს დაუჭერს.
მოსალოდნელია, რომ თემთა პალატაში მანდატებისთვის ძირითადი ბრძოლა კონსერვატორებსა და ლეობორისტებს შორის გაიმართება. Sky News-ის პროგნოზით, კონსერვატორებს 650-ადგილიან პარლამენტში 229 ადაგილის მოპოვების იმედი აქვთ, ლეობორისტებს კი - 231-ის.