29 დეკემბერს, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
- საზოგადოება
- 28.12.2015
- 17:15
29 დეკემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, გზის კაპიტალური მშენებლობის გამო, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენკო“ 9 დეკემბრიდან აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადად 120 დღეა განსაზღვრული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200