გერმანიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
- მსოფლიო
- 13.12.2019
- 13:30
სულ მცირე 25 ადამიანი დაშავდა გერმანიაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად. ტელეარხ MDR-ის ცნობით, არიან დაღუპულებიც.
ხუთსართულიანი შენობა საქსონია-ანხალტის ფედერაციულ ოლქში, ქალაქ ბლანკენბურგში აფთქდა.
ადგილზე 160 ადამიანი მუშაობს, ოპერაციაში ჩართულია სამედიცინო ვერტმფრენებიც. შენობა მთლიანად ევაკუირებულია.