primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძზე საახალწლოდ ყველა ტურისტული პაკეტი გაყიდულია

  • ეკონომიკა
  • 29.12.2015
  • 10:52
სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძზე  საახალწლოდ ყველა ტურისტული პაკეტი გაყიდულია

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძზე საახალწლოდ ყველა ტურისტული პაკეტი გაყიდულია. როგორც აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ კურორტმა „სიცოცხლე“ რამდენიმე კვირის უკან დაიწყო, მისით დაინტერესება უკვე არსებობს და საახალწლოდ სასტუმროებსა და კოტეჯებში ყველა ნომერი დაჯავშნილია. სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ადგილობრივი ტურისტები ძირითადად მოკლევადიანი პაკეტებით ინტერესდებიან, ხოლო უცხოელებს ძირრითადად 1 კვირიანი პაკეტები აინტერესებთ.

„გეტყვით იმასაც, რომ აქტიურად მუშაობენ უცხოური კომპანიები, რომელთაც ჩამოჰყავთ სხვადასხვა ჯგუფები, ახალი წლის დღეებში ყველა პაკეტი გაყიულია“, განმარტავს ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით „ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტომ“ შეიმუშავა კურორტ გოდერძის ტურისტული პაკატები, რომელთა შეძენაც მსურველებს საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ. პაკეტების ღირებულება განთავსების ობიექტების მიხედვით განსხვავებულია.

პაკეტების ფასები კოტეჯების შემთხევაში ასეთია: 3 დღიანი სრული პაკეტის ფასი, (2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში) 1 დღე 1 ადამიანზე შეადგენს 155 ლარს, რომელიც მოიცავს: ღამისთევა კოტეჯებში, თხილამურები მთელი დღით, საბაგირო მთელი დღეთ, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძამდე და უკან. (ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით).

4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში, 1 დღე კოტეჯში 1 ადამიანზე შეადგენს 145 ლარს და აღნიშნული ტარიფი მოიცავს: ღამისთევა კოტეჯებში, თხილამურები მთელი დღით, საბაგირო მთელი დღეთ, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძამდე და უკან. (ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით).

ასევე არსებობს პაკეტები 3 დღიანი მხოლოდ ღამისთევის, რომელიც სამჯერად კვებასაც მოიცავს.

უფრო კონკრეტულად, კოტეჯებში 2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში1 დღე / 1 ადამინი ღირს 90 ლარი, ხოლო 4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში- 80 ლარი.

რაც შეეხება, პაკეტების ფასები საოჯახო სასტუმრო სახლების შემთხვევაში ასეთია:

2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში, 1 დღე / 1 ადამინი ტარიფის ღირებულება 110 ლარს შეადგენს და პაკეტი მოიცავს: ღამისთევა საოჯახო სახლებში, თხილამურები მთელი დღით, საბაგირო მთელი დღეთ, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძმდე და უკან, ასევე ტრანსპორტირება სოფ. დანისპარაულიდან სათხილამურო ბაზამდე და უკან.

4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში კი 1 დღე / 1 ადამინის ტარიფი 40 ლარია. პაკეტი მოიცავს ღამისთევას და კვებას.

ამ ეტაპზე, კურორტზე 6 სასტუმროს ტიპის კოტეჯია განთავსებულია, თითო 12 ადამიანზეა გათვლილი. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს საცხოვრებელი სახლის ტიპის კოტეჯი, რომელშიც 36 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კურორტიდან 4 კმ დაშორებით კი მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“, სადაც ასევე შესაძლებელია ტურისტების განთავსება.

კურორტზე მოხვედრა შესაძლებელია როგორც ბათუმიდან ასევე ქობულეთიდან. ბათუმის ცენტრიდან ხულოს მიმართულებით ყოველდღიურად გადის ტრანსპორტი. ხულოს ცენტრში კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა დანიშნა სპეციალური მარშრუტი გოდერძის მიმართულებით. შესაძლებელია კერძო, (ორ ხიდიანი გამავლობის) ტრანსპორტის დაქირავებაc, როგორც ხულოს ცენტრიდან, ასევე ბათუმიდან და ქობულეთიდან.

შეგახსენებთ, რომ სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ბათუმიდან 109 კმ დაშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებითაა გამორჩეული. დღემდე კურორტმა 100-მდე ქართველ და უცხოელ ტურისტს უმასპინძლა.

კურორტი გოდერძი მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ოფიციალურად გახსნა. კურორტი რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი იქ ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს. ამ ეტაპზე კურორტი გოდერძი მომხარებელს ორ საბაგირო ხაზს სთავაზობს, რომელთა ტრასების საერთო სიგრძეც 8 კილომეტრია. კურორტზე დამსვენებლებს რვაადგილიანი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge