primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კურორტ გოდერძით დაინტერესებულ ტურისტებს პაკეტებს ფასდაკლებით სთავაზობს

  • ეკონომიკა
  • 29.12.2015
  • 10:53
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კურორტ გოდერძით დაინტერესებულ ტურისტებს პაკეტებს ფასდაკლებით სთავაზობს

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კურორტ გოდერძით დაინტერესებულ ტურისტებს შესაბამის პაკეტებს, საკმაოდ შეღავათიანი ტარიფებით სთავაზობს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე აცხადებს, სათხილამურო ტრასა არის საკმაოდ კარგი, რომელიც დააინტერესებს როგორც მოყვარილ, ასევე პროფესიონალ მოთხილამურეებს.

„იმისათვის, რომ ტურისტულ სააგენტოებთან ერთად ამ კურორტის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, წინასწარ მოვამზადეთ ტურისტული პაკეტები, რომელიც ჩვენს საიტზე უკვე განვათავსეთ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კურორტ გოდერძის მენეჯმენტს თანამშრომლობის პირობებზე მოელაპარაკა და მოხდა საკმაოდ კონკურენტული ფასების შემუშავება. საუბარია მინიმუმ 20-30 %-იან ფასდაკლებაზე. თუ ვთქვათ მომხმარებელი 10 დღიან პაკეტს აიღებს, მაშინ   აცხადებს თინათინ ზოიძე.

მისივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში უკვე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც მსურველებს ნებისმერი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ცხელი ხაზის საშუალებით, ამასთანავე შესაძლებელია კურორტზე განთავსების საშუალებების დაჯავშნაც.

თუმცა გარდა სასტუმრო და კოტეჯებისა, ტურისტებს გაჩერება სოფელ დანისოპარაულში არსებულ კერძო სახლებშიც შეუძლიათ, სადაც ტურისტების მისაღებას შესაბამისი პირობები არსებიბს.

„გაჩნდა საჭიროება, რომ ახლომდებარე სოფელში მოგვეძია სახლები, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, რომ ტურისტები მიიღონ და შესაბამისი მომსახურეობა გაუწიონ. გაკეთდა ერთიანი ბაზა და დანისპარაულში არსებულ განთავსების ობიექტებზე ტურისტებს ინფორმაცია თავისუფლად მიეწოდებათ. ასეთ შემთხვევაში ერთი დღის ფასი ფასი შეადგენს 40 ლარს, 3-ჯერადი კვებით. აღნიშნული ტარიფი მოიცავს ასევე ტრანსპორტირებას კურორტამდე და ასევე უკან“, განმარტავს ზოიძე.

პაკეტების ფასები კოტეჯების შემთხევაში ასეთია: 3 დღიანი სრული პაკეტის ფასი, (2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში) 1 დღე 1 ადამიანზე შეადგენს 155 ლარს, რომელიც მოიცავს: ღამისთევა კოტეჯებში, თხილამურები მთელი დღით, საბაგირო მთელი დღეთ, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძამდე და უკან. (ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით).

4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში, 1 დღე კოტეჯში 1 ადამიანზე შეადგენს 145 ლარს და აღნიშნული ტარიფი მოიცავს: ღამისთევა კოტეჯებში, თხილამურები მთელი დღით, საბაგირო მთელი დღეთ, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძამდე და უკან. (ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით).

ასევე არსებობს პაკეტები 3 დღიანი მხოლოდ ღამისთევის, რომელიც სამჯერად კვებასაც მოიცავს.

უფრო კონკრეტულად, კოტეჯებში 2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში1 დღე / 1 ადამინი ღირს 90 ლარი, ხოლო 4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში- 80 ლარი.

რაც შეეხება, პაკეტების ფასები საოჯახო სასტუმრო სახლების შემთხვევაში ასეთია:

2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში, 1 დღე / 1 ადამინი ტარიფის ღირებულება 110 ლარს შეადგენს და პაკეტი მოიცავს: ღამისთევა საოჯახო სახლებში, თხილამურები მთელი დღით, საბაგირო მთელი დღეთ, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძმდე და უკან, ასევე ტრანსპორტირება სოფ. დანისპარაულიდან სათხილამურო ბაზამდე და უკან.

4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში კი 1 დღე / 1 ადამინის ტარიფი 40 ლარია. პაკეტი მოიცავს ღამისთევას და კვებას.

ამ ეტაპზე, კურორტზე 6 სასტუმროს ტიპის კოტეჯია განთავსებულია, თითო 12 ადამიანზეა გათვლილი. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს საცხოვრებელი სახლის ტიპის კოტეჯი, რომელშიც 36 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კურორტიდან 4 კმ დაშორებით კი მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“, სადაც ასევე შესაძლებელია ტურისტების განთავსება.

კურორტზე მოხვედრა შესაძლებელია როგორც ბათუმიდან ასევე ქობულეთიდან. ბათუმის ცენტრიდან ხულოს მიმართულებით ყოველდღიურად გადის ტრანსპორტი. ხულოს ცენტრში კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა დანიშნა სპეციალური მარშრუტი გოდერძის მიმართულებით. შესაძლებელია კერძო, (ორ ხიდიანი გამავლობის) ტრანსპორტის დაქირავება, როგორც ხულოს ცენტრიდან, ასევე ბათუმიდან და ქობულეთიდან.

შეგახსენებთ, რომ სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ბათუმიდან 109 კმ დაშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებითაა გამორჩეული. დღემდე კურორტმა 100-მდე ქართველ და უცხოელ ტურისტს უმასპინძლა.

კურორტი გოდერძი მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ოფიციალურად გახსნა. კურორტი რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი იქ ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს. ამ ეტაპზე კურორტი გოდერძი მომხარებელს ორ საბაგირო ხაზს სთავაზობს, რომელთა ტრასების საერთო სიგრძეც 8 კილომეტრია. კურორტზე დამსვენებლებს რვაადგილიანი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge