ბრაზილიაში, პრეზერვატივების რეკლამაში პუტინი „გადაიღეს“
- მსოფლიო
- 24.12.2019
- 15:48
ბრაზილიურმა სტუდია Platinum Studio-მ შექმნა პრეზერვატივების რეკლამა, რომლის მთავარი გმირი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. წერს НВ.
რეკლამის სლოგანი შემდეგნაირად ჟღერს: „ზოგიერთი ადამიანი არასდროს უნდა დაბადებულიყო“. აღნიშნულია, რომ Platinum-ის მხატვრტებს ამ სლოგანისა და პოლიტიკოსების გამოსახულების გამოყენებით, რეკლამა პირველად არ შეუქმნიათ. მანამდე მათ პრეზერვატივების რეკლამის დამზადებისას დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის გამოსახულებები გამოიყენეს.