png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი სტუმრობს

  • საზოგადოება
  • 27.12.2019
  • 14:22
საქართველოს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი სტუმრობს

2019 წლის 28 დეკემბერს, 19:00-21:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში (თავისუფლების 2), პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი პიეტრო პაროლინი ოფიციალურ მიღებას უმასპინძლებს.

კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოს 2019 წლის 28-30 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. სტუმრობის განმავლობაში იგი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და ეროვნული თუ რეგიონული გამოწვევები.

სტუმრობის განმავლობაში, სახელმწიფო მდივანი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს გორის მიტროპოლიტ ანდრეასთან და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად. კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირების დასახლებას წეროვანში. ასევე შეხვდება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

2019 წლის 28 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარში (გია აბესაძის ქუჩა 4/6), ოფიციალურ მიღებამდე, კარდინალი პიეტრო პაროლინი წირვას გამართავს.

2019 წლის 29 დეკემბერს 15:00-დან 18:30-მდე კარდინალი პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს (თ. ერისთავის 2დ, თბილისი) ეწვევა, სადაც იგი შეხვდება კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს საქართველოში 25 წელზე მეტხნიანი საქველმოქმედო საქმიანობა.

კარდინალი ასევე საქართველოში არსებული მისი სამივე - სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესის წარმომადგენლებს შეხვდება.

29 დეკემბერს, 19:00 საათზე კარდინალი ესტუმრება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მესვეურთ, რაც კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კათოლიკურ და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა.

წმიდა საყდარი იყო იმ პირველ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც სცნეს საქართველოს სუვერენიტეტი და გახსნეს თბილისში საელჩოები (წმიდა საყდრის სადესპანო (ვატიკანის საელჩო)).

კარდინალი პიეტრო პაროლინი გახლდათ წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილე 2008 წლის კონფლიქტის დროს, როცა პაპმა და წმიდა საყდარმა საქართველოში მშვიდობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთეს საერთაშორისო ფომუმებზე. კარდინალი პაროლინი პირველად სტუმრობს საქართველოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge