Air France-ის თვითმფრინავის შასის განყოფილებაში 10 წლის ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს
- მსოფლიო
- 09.01.2020
- 14:04
Air France-ის თვითმფრინავის შასის განყოფილებაში 10 წლის ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. იუწყება BBC-ი.
გამოცემის ცნობით, ბავშვი აფრიკული წარმოშობისა იყო.
თვითმფრინავი კოტ-დივუარის რესპუბლიკის ქალაქ აბიჯანიდან 7 იანვარს გამოფრინდა პარიზის მიმართულებით.
ავიაკომპანიის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ გვამი პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში აღმოაჩინეს.
ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრანგულ პრესაშიც გავრცელდა. იუწყებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
Air France-მა მიკრობლოგ "ტვიტერზე" სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.