primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ელისაბედ მეორე პრინც ჰარის გადაწყვეტილებით, იმედგაცრუებულია

  • მსოფლიო
  • 09.01.2020
  • 15:09
ელისაბედ მეორე პრინც ჰარის გადაწყვეტილებით, იმედგაცრუებულია

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლიმ უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე და ხან გაერთიანებულ სამეფოსა და ხან ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრება გადაწყვიტეს, ისე, რომ ეს საკითხი ბუკინგემის სასახლესთან მანამდე არ შეუთანხმებიათ. იუწყება გაზეთი The Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას მანამდე, ვიდრე თავიანთ გადაწყვეტილებას Instagram-ით განაცხადებდნენ, კონსულტაციები არ გაუვლიათ არც დედოფალთან და არც ტახტის მემკვიდრე პრინც ჩარლზთან. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბუკინგემის სასახლის საპასუხო განცხადება საკმაოდ ხისტი აღმოჩნდა. „სასექსის ჰერცოგთან და ჰერცოგინიასთან დისკუსია ადრეულ სტადიაზეა. ჩვენ გვესმის მათი სურვილი მოძებნონ სხვა გამოსავალი, მაგრამ ეს რთული საკითხებია, რომლებზეც მუშაობა დროს მოითხოვს“, - ნათქვამია მონარქის კანცელარიის მოკლე კომუნიკეში.

პრინცმა ჰარიმ, რომელიც ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეექვსე ადგილს იკავებს და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ რამდენიმე თვის განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს ჩამოშორდნენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებს და იმუშაონ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი. ამასთან სასექსის ჰერცოგმა განაცხადა, რომ შექმნიან თავიანთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, თუმცა ამავე დროს შეასრულებენ სამეფო ოჯახის გარკვეულ ვალდებულებებს.

The Times-ი აღნიშნავს, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განზრახვა იცხოვრონ ხან დიდ ბრიტანეთში, ხან ჩრდილოეთ ამერიკაში, უპრეცენდენტოა სამეფო ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ მოვალეობებს ასრულებენ. როგორც წესი, მონარქთა ოჯახის წევრები საზოგადოების წინაშე ოფიციალური და საქველმოქმდო ღონისძიებების დროს ჩნდებიან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge