იაპონელი მილიარდერი ეძებს საცოლეს, რომელიც მასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება
- მსოფლიო
- 13.01.2020
- 15:13
იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა საცოლეს ეძებს. მან ახალგაზრდა ქალებს შორის კონკურსი უკვე გამოაცხადა.
როგორც მილიარდერი თავის მიკრობლოგ Twitter-შ წერს, მისმა რჩეულმა მასთან ერთად ადამიანებისთვის კეთილი საქმეები უნდა აკეთოს.
მაეძავა ეძებს გოგონას, რომელიც მასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება.
მას ასევე კანდიდატებისთვის აქვს შემდეგი მოთხოვნები: ისინი უნდა იყვნენ მხიარულები და გააჩნდეთ საკუთარი აზრი. ამის გარდა, გოგონები აუცილებლად უნდა იყვნენ 20 წლის ზემოთ და გაუთხოვრები.
მაეძავამ ასევე აღნიშნა, რომ მისი რჩეული თანახმა უნდა იყოს კოსმოსში გაფრენაზე.