primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგება

  • საზოგადოება
  • 29.12.2015
  • 12:14
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის თანახმად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ, ესტაკადის მშენებლობა იგეგმება, რომლის მეშვეობითაც მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგება. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კერძოდ მაჩაბელის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

აღსანიშნავია, რომ ესტაკადა ამოვარდნილი არ იქნება არსებული კონცეფციიდან, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. ამასთან, ესტაკადის დონე თითქმის არსებული გზის დონის შესაბამისი იქნება.  

„პუშკინის სკვერის მიმდებარედ ესტაკადის მშენებლობა გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისათვის. ჩვენ ძალას არ ვიშურებთ, რათა  დედაქალაქი, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, კიდევ უფრო ეფექტურად განვავითაროთ და როგორც ხედავთ, ეს პროცესი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. მიუხედავად იმისა, რომ საგზაო სამუშაოების განხორციელებისას, მოქალაქეებს, ხშირად, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ და გარკვეულ მონაკვეთებში გვხვდება საცობები, თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროექტები ჩვენი ქალაქის მომავალია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში თბილისი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით განვითარებულ და კეთილმოწყობილ ქალაქად იქცეს. აქვე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პუშკინის გზის მშენებლობის პროექტი მოძრაობის შეზღუდვების გარეშე განხორციელდება. შესაძლებლობების ფარგლებში, თბილისის მერია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალი, მასშტაბური პროექტები მოქალაქეებისთვის დამატებითი პრობლემების შექმნისა და საგზაო მოძრაობის შეზღუდვების გარეშე განხორციელდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

ორმხირვი მოძრაობის აღდგენა  განხორციელდება ისე, რომ მას შეხება არ ექნება და არ დააზიანებს გათხრის შედეგად აღმოჩენილ ძველ ქალაქს. ასევე, იგეგმება არსებული გზის გაფართოება და სავალი ნაწილის მოწყობა, გამომდინარე აქედან, მონაკვეთი ტურისტლი თვალსაზრისით და  ვიზიტორების გადაადგილების კუთხით, უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდება. 

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობის პროექტის გასახორციელებლად თბილისის მერიამ ორი ტენდერი ჩაატარა. ერთი - პუშკინის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით (ხიდის მშენებლობა) პროექტირებაზე,  რომელშიც მონაწილეობა  შპს "საქგზამეცნიერება"-მ მიიღო და გაიმარჯვა 139.999.92 ლარით, ხოლო მეორე ტენდერი, უშუალოდ, სამუშაოების შესრულებას შეეხებოდა, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასი შპს ‘’სევერო ზაპადმა’’ წარმოადგინა, თუმცა სამუშაო გამოცდილების დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, აღნიშნულმა კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო. გამომდინარე აქედან,  თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა  3 950 000 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება მომდევნო დაბალი ფასის შეთავაზების მქონე კომპანია CRP-სთან 11 დეკემბერს გააფორმა.  სამუშაოების შესრულების ვადად 210 დღე განისაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge