png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიას დაესწრება

  • პოლიტიკა
  • 21.01.2020
  • 09:48
სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან.

"ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია "სიონის მეგობრები", რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის "სიონის მეგობართა ორგანიზაციის" უმაღლეს ჯილდოს გადასცემს.

ორგანიზაციის ჯილდოები, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ს პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს.

იერუსალიმსა და თელავივში სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან: შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრში, ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ასევე გამოცდილების გაზიარების მიზნით, შშმ პირთა, გასაჭირში ჩავარდნილი პირებისა და მოხუცთა დახმარების სწრაფი რეაგირების ორგანიზაციასთან "იად სარა".

საქართველოს პრეზიდენტი შიბას სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ონკოლოგიურ დეპარტამენტს ეწვევა და ასევე ისრაელის პოლიტიკაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებულ ქალებს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მსოფლიო ებრაული სააგენტოს - სოხნუთის თავმჯდომარესთან, იცხაკ (ბუჟი) ჰერცოგთან და იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან, თეოფილე მესამესთან.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების პროგრამაში, პრეზიდენტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებში იგი რამდენიმე მუზეუმს ეწვევა.

პრეზიდენტი ასევე შეხვდება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოს წარმომადგენლებსა და ისრაელში დაბადებულ ქართველ ებრაელთა წარმატებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და ქალაქ იერუსალიმის მერთან ერთად, იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალ ოფისს გახსნის", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge