ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 21.01.2020
- 14:13
ჩინეთში, ქალაქი უხანში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, 227 ადამიანი ჯერ ისევ საავადმყოფოებში რჩება. ამის შესახებ ქალაქის მერმა მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 258-ს მიაღწია. მათგან 25 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
მისივე თქმით, 51 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 12-ის კი კრიტიკული.
ახალი სახიფათო კორონავირუსი თავდაპირველად სწორედ ქალაქ უხანში გაჩნდა. ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება.