რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მამა-შვილი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 21.01.2020
- 15:03
რუსთავში ორი მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად დაიღუპნენ. მხუთავი არის დაგროვება სავარაუდოდ, წლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
გარდაცვლილია მამა-შვილი. დილით სახლში მისულმა ოჯახის წევრმა ერთი სააბაზანოში, მეორე კი მისაღებ ოთახში იპოვა.
ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები მივიდნენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.