ამერიკელი კონგრესმენები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნის გამო - წერილი გახარიას
- პოლიტიკა
- 22.01.2020
- 09:10
შეერთებული შტატების კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.
ამის შესახებ ცნობა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზიგერმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გაავრცელა.
„დღეს ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე", - წერს ადამ კინზინგერი.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა კიზინგერმა გიორგი გახარიას წერილი გასული წლის დეკემბერშიც მისწერა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200