ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში პირველობა დაიბრუნა
- მსოფლიო
- 22.01.2020
- 09:24
Forbes-ის ვერსიით, Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში პირველობა დაიბრუნა.
ბიზნესმენმა 115,5 მლრდ დოლარიანი ქონებით უკან ჩამოიტოვა Louis Vuitton Moеt Hennessy-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო, რომლის ქონებაც ამჟამად 112,9 მლრდ დოლარით არის შეფასებული.
მესამე ადგილს იკავებს Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, ის 110,4 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ არნო Forbes-ის რეიტინგში დაწინაურდა. გამოცემამ ბიზნესმენის წარმატება მისი კუთვნილი აქციების 0,7-პროცენტიანი გაძვირებით ახსნა, რამაც მას 1,9 მლრდ დოლარი შესძინა.