სიეტლის ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
- მსოფლიო
- 23.01.2020
- 10:03
აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაიჭრა. ინფორმაციას სიეტლის პოლიცია ავრცელებს.
სროლა ქალაქის ცენტრში, კორპორაცია Amazon-ის ახალი ცენტრალური ოფისისა და კაფე Starbucks-ის სიახლოვეს მოხდა.
ადგილობრივი ტელეარხის KIRO 7-ის ცნობით, 55 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია, ცხრა წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეს, 21, 34 და 35 წლის მამაკაცების კი სტაბილური.