ავსტრალიაში თვითმფრინავი, რომელიც ტყის ხანძარს აქრობდა, გაუჩინარდა
- მსოფლიო
- 23.01.2020
- 10:19
ავსტრალიის ხელისუფლებამ კავშირი დაკარგა თვითმფრინავთან, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდა. ამის შესახებ სახანძრო სამსახური ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს.
ავიატანკერი სნოუი მონაროს რაიონში მუშაობდა.
ავსტრალიაში ტყის ხანძარმა, რომელიც 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და დღემდე მისი ჩქრობა ვერ ხერხდება, უკვე მილიონობით ჰექტარი გადაწვა, ისმხვერპლა 27 ადამიანის სიცოცხლე, გაანადგურა 2 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სიდნეის უნივერსიტეტის შეფასებით, დაიღუპა მილიარდზე მეტი ცხოველი. ზოგან ხანძარი იმდენად ძლიერია, კვამლი კი სქელი, რომ ჰაერიდან მისი ჩაქრობა შეუძლებელი გახდა.