ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 80-დე გაიზარდა
- მსოფლიო
- 27.01.2020
- 10:30
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 80-დე გაიზარდა. დაავადებულთა რიცხვმა კი 2794-ს მიაღწია.
ჩინეთის საზღვრებს მიღმა რვა დაავადების შემთხვევა დაფიქისრდა ჰონგ-კონგში, ხუთი მაკაოში, ოთხი ტაივანში. შვიდი ტაილანდში, ოთხი ავსტრალიასა და სინგაპურში. სამი იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, მალაიზიასა და საფრანგეთში. ორი ვიეტნამში, ერთი ნეპალში.