png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

2018-2020 წლებში მომხდარი ვერტმფრენების უდიდესი კატასტროფები

  • მსოფლიო
  • 27.01.2020
  • 14:07
2018-2020 წლებში მომხდარი ვერტმფრენების უდიდესი კატასტროფები

2020

26 იანვარს აშშ-ში კალიფორნიის სამხრეთით, ვერტმფრენი ჩამოვარდა. მის ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი ერთ-ერთი ქალიშვილი - 13 წლის ჯანა მარია.

2 იანვარს ტაივანის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ მთიან რაიონში, ავარიული დაშვება განახორციელა თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენმა Black Hawk-მა, რომლის ბორტზეც მაღალი რანგის სამხედრო პირები იმყოფებოდნენ. ავარიული დაშვების შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, მათ შორის ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი შენ იმინი. გადარჩა ხუთი ადამიანი.

2019

26 დეკემბერს, ჰავაიზე კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა. საჰაერო ხომალდი დანიშნულ დროს კუნძულ კაუაიზე არ დაბრუნდა. დაკარგული ვერტმფრენის ნამსხვრევები კუნძულის დასავლეთ ნაწილში, კოკეს რაიონში იპოვეს. ვერტმფრენის ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა.

25 ნოემბერს მალიში სამხედრო ოპერაციის დროს ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. ბორტზე ფრანგი სამხედროები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

25 ოქტომბერს, კოლუმბიის ალბანის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი. შვეულმფრენი რადარებიდან პალანკეროს ავიაბაზიდან აფრენის შემდეგ გაუჩინარდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი.

31 აგვისტოს, ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. საჰაერო ხომალდზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ხუთი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.  

5 ივლისს, ატლანტის ოკეანეში, ბაჰამის ერთ-ერთი კუნძულის სიახლოვეს, ჩავარდა ვერტმფრენი. ავიაკატასტროფას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო ქვანახშირის მაგნატი და მილიარდერი კრის კლაინი.

4 მაისს, ვენესუელის მირანდას შტატში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ის მთიან რეგიონში იპოვეს. დაიღუპა შვიდი ადამიანი.

27 მარტს ყაზახეთში, ყიზილორდინის ოლქში კატასტროფა განიცადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენმა. ბორტზე მყოფი 13-ვე ადამიანი დაიღუპა.

27 თებერვალს, ნეპალის აღმოსავლეთ ნაწილში აფრენისთანავე ჩამოვარდა Air Dynasty-ის ვერტმფრენი. დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის კულტურის მინისტრი.

2018

31 ოქტომბერს ავღანეთის დასავლეთ ნაწილში ჩამოვარდა ვერტმფრენი. კატასტროფის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი.

2 სექტემბერს ავღანეთში, ქალაქ მაზარი-შარიფის ავიაბაზიდან აფრენისთანავე კატასტროფა განიცადა მოლდოვური კომპანიის ვერტმფრენმა. მის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები იყვნენ და ავღანეთის 11 მოქალაქე. ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი და ცხრა მგზავრი.

30 აგვისტოს ეთიოპიაში შვეულმფრენის კატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

10 აგვისტოს იაპონიაში სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი ნაგაოს პრეფექტურაში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ცხრავე მგზავრი დაიღუპა.

4 აგვისტოს რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

17 თებერვალს, მექსიკაში ჩამოვარდა ვერტმფენი, რომლის ბორტზეც მექსიკის შს მინისტრი ალფონსო ნავარეტე და ოაკახას შტატის გუბერნატორი ალეხანდრო მურატი იმყოფებოდნენ. კატასტროფას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

16 იანვარს კოლუმბიაში კატასტროფა განიცადა სამხედრო ვერტმფრენმა. ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge