ავღანეთში, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
- მსოფლიო
- 27.01.2020
- 14:23
ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში ავიაკომპანია Ariana Afghan Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 83 ადამიანი იმყოფებოდა.
ღაზნის გუბერნატორის წარმომადგენლის არიფ ნურის თქმით, ინციდენტი დეხ იაკის რაიონში მოხდა.
Tolo News-ის ცნობით, ამ ადგილს „თალიბანი“ აკონტროლებს. შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მიემართებიან.