png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვიცოდი, რომ ქართველები მეგობრულები არიან, მაგრამ ჩემს მიმართ გამოხატულმა ყურადღებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა - როან კემბელი

  • საზოგადოება
  • 27.01.2020
  • 17:07
ვიცოდი, რომ ქართველები მეგობრულები არიან, მაგრამ ჩემს მიმართ გამოხატულმა ყურადღებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა - როან კემბელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს როან კემბელს შეხვდა.
თბილისში ველოსიპედთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას სასტუმრო „Best Western Gudauri“-ის, „ფაბრიკას,“„ციტრუსის“ და ველო-კომპანია Bikes.ge-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასტუმროებისა და ველო-კომპანიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს უცხოელ მოგზაურს სხვადასხვა საჩუქარი გადასცენ და ამ ჟესტით ქართული სტუმართ-მასპინძლობა გამოხატონ.
როან კემბელს ველო-კომპანია Bikes.ge-მ ბრიტანელ მოგზაურს საჩუქრად ახალი ველოსიპედი შესთავაზა, რომელიც სამოგზაურო სტილისაა და სპეციალური მოდიფიცირებით გამოირჩევა.
სასტუმრო „ციტრუსი“ და ჰოსტელი „ფაბრიკა“ ბრიტანელ ველო-მოგზაურს თბილისში უმასპინძლებენ, ხოლო სასტუმრო „Best Western Gudauri“ სამთო კურორტის 2 დღიან საგზურს გადასცემს, ჩაუტარებს ქართული კერძების მასტერკლასს.

„დღეს ჩვენ შევხვდით ბრიტანელ ტურისტს, ამ შეხვედრას ჩვენი ინიციატივით ესწრებოდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც გამოხატა სურვილი სხვადასხვა სახის საჩუქარი გაუკეთოს მოგზაურს, ეს არის ველოსიპედის ჩუქების მზადყოფნა, ასევე თბილისსა და გუდაურში რამდენიმე ღამით სასტუმროში განთავსება, ქართული ვახშამი და ა.შ.
ჩვენთვის მთავარი იყო ველო-მოგზაურისთვის შეგვექმნა ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მუდმივად ექმნებათ ტურისტებს, როდესაც საქართველოში მოგზაურობენ და რა თქმა უნდა შეხვედრის მიზანიც იყო კიდევ უფრო მეტად წამოგვეწია ის ქართული სტუმართმასპინძლობა და სტუმართმოყვარეობა, რომელიც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

“მე ძალიან მოხარულ ვარ, რომ დღეს შევხვდი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მნიშვნელოვან პირებს. ძალიან მოხარულ ვარ იმ ყურადღებით, რომელიც მათ გამოხატეს.
ქართულმა სტუმართმოყვარეობამ დაამტკიცა, რომ ის უმაღლესი დონის არის, მე ვიცოდი, რომ ქართველები მეგობრულები არიან, მაგრამ ჩემს მიმართ გამოხატულმა ყურადღებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.“-აცხადებს როან კემბელი.

ბრიტანელი მოგზაური სინგაპურიდან საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ ველომრბოლელი დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს მოგზაურობს. ველოსიპედისტმა 11 ქვეყანა მოიარა და 7500 კმ უკვე დაფარა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge