სტოკჰოლმში სალვადორ დალის 10-ზე მეტი სკულპტურული ნამუშევარი მოიპარეს
- მსოფლიო
- 30.01.2020
- 12:16
სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე საგამოფენო დარბაზიდან სალვადორ დალის ბრინჯაოს ათზე მეტი სკულპტურული ნამუშევარი მოიპარეს.
გალერეა Couleur-ის მფობელის პედერ ენსტრიომის თქმით, უცნობი პირები შევიდნენ შენობაში, სადაც მიმდინარეობდა გამოფენა და მოიპარეს ცნობილი მხატვრის 10 ან 12 ნამუშევარი. სკულპტურები 20-50 ათას ევროდ არის შეფასებული.
ენსტრიომის თქმით, სკულპტურების საერთო ღირებულბა 300-400 ათას ევროს შეადგენს. დაწყებულია გამოძიება.