31 იანვარსა და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით
- საზოგადოება
- 31.01.2020
- 11:09
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარსა და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.